იერუსალიმის აღდგომის ტაძარი კორონავირუსის გამო ერთი კვირით დაიკეტა
იერუსალიმის აღდგომის ტაძარი ერთი კვირით დახურეს. როგორც ისრაელის რადიო იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ეკლესიამ იერუსალიმის პოლიციასთან შეთანხმებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო.
როგორც ცნობილია, მანამდე ისრაელელმა სამართალდამცავებმა კარანტინის რეჟიმი გაამკაცრეს. ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 100 მეტრზე მეტ მანძილზე ფეხით გადაადგილება ეკრძალებათ. საკუთარი ავტოტრანსპორტით შესაძლებელია მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანა და ისიც სუპერმარკეტში ან აფთიაქში. გამონაკლის წარმოადგენენ ის პირები, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უწევთ გადაადგილება და შესაბამისი ნებართვა აქვთ.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს 2 100 სცდება. ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, კორონსვირუსით ინფიცირებული პირველი პალესტინელი პაციენტი დღეს გარდაიცვალა. 60 წლის ქალი რამალას სიახლოვეს ცხოვრობდა.
კორონსვირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა ღაზის სექტორშიც.