იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეკავების ფარგლებში, ალიანსი ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნებში განთავსებას ამ ეტაპზე არ გეგმავს
ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი, შეკავების ფარგლებში, ამ ეტაპზე არ გეგმავს ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნებში განთავსებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პოლონეთში ვიზიტისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
ნატო-ს გენერალურ მდივანს კითხვა დაუსვეს, აწარმოებს თუ არა ალიანსი მოლაპარაკებებს ქვეყნებთან Nuclear Sharing პროგრამის ფარგლებში, ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებასთან დაკავშირებით.
„არავითარი გეგმები არ გვაქვს ბირთვული იარაღის ერთობლივად გამოყენების შესახებ ნატო-ს შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებით. ნატო-ს სხვა ქვეყნებში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმებიც არ არის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.