იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნად დარჩება
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნად დარჩება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნად დარჩება.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის არა მხოლოდ მიიჩნევს, რომ აშშ არ დატოვებს ნატო-ს, არამედ მთავარ მოკავშირედაც დარჩება.

სტოლტენბერგი ასახელებს სამ მიზეზს, რის გამოც, მისი განმარტებით, ტრამპი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„პირველი მიზეზი ისაა, რომ ძლიერი ნატო მომგებიანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. აშშ იქნება ძლიერი ძლიერ ალიანსთან ერთად, რომელიც 32 ქვეყანას აერთიანებს. რუსეთს არ ჰყავს ზურგად მსგავსი კავშირი, ჩინეთს არ ჰყავს ასეთი ალიანსი. აშშ მსოფლიო ეკონომიკის 25%-ია, მაგრამ თავის პარტნიორებთან ერთად – მსოფლიო ეკონომიკის 50%. ამიტომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების ინტერესებში შედის; მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ აშშ-ში არის ნატო-ს წევრობის ორპარტიული მხარდაჭერა. სენატის და პალატის წარმომადგენლები, ყველანი იმეორებენ, რომ აშშ-ისთვის მომგებიანია ძლიერი ალიანსი“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, სტოლტენბერგის თქმით, ტრამპის მხრიდან კრიტიკის მთავარი მიზეზი არა ალაიანსი, არამედ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოებაში არასაკმარისი ინვესტიცია იყო.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, 2014 წელს ნატო-ში 2 პროცენტის ინვესტიცია მხოლოდ სამმა სახელმწიფომ ჩადო, სამი წლის წინ ასეთი ათი მოკავშირე იყო, ახლა კი 23 სახელმწიფო აკმაყოფილებს 2%-იან ნორმას და ეს რიცხვი იზრდება.