იენს სტოლტენბერგი - ვულოცავ საქართველოს უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმებით აღწევს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პროგრესს ულოცავს, რომელსაც ქვეყანამ რეფორმების გატარების პროცესში მიაღწია.
განცხადება სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობაზე იმსჯელებენ.
“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შევაფასებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ნატო-ს მხარდაჭერით ძლიერდება საქართველოს თავდაცვის ინტიტუტები და ეხმარება ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე. ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.~
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება.