იენს სტოლტენბერგი – ვულოცავ საქართველოს უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმებით აღწევს

12:52, 06.12.2017

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პროგრესს ულოცავს, რომელსაც ქვეყანამ რეფორმების გატარების პროცესში მიაღწია.

განცხადება სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობაზე იმსჯელებენ.

“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შევაფასებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ნატო-ს მხარდაჭერით ძლიერდება საქართველოს თავდაცვის ინტიტუტები და ეხმარება ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე. ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.~

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს  კომისიის სხდომას საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება.

მსგავსი