იენს სტოლტენბერგი - უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ნატო ბირთვული არსენალის ადაპტირებას ახორციელებს
იენს სტოლტენბერგი - უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ნატო ბირთვული არსენალის ადაპტირებას ახორციელებს

უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ნატო ბირთვული არსენალის ადაპტირებას ახორციელებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.

ნატო-ს მინისტერიალში ბირთვული დაგეგმვის ჯგუფიც მონაწილეობს.

სტოლტენბერგის თქმით, ბირთვული იარაღი ნატო-ს უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებაა.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა განათავსა ბირთვული ბომბები ევროპის რამდენიმე ადგილას, ნატო იშვიათად საუბრობს ამ იარაღზე საჯაროდ.

11 ივნისს რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა დაიწყეს წვრთნების მეორე ეტაპი, რათა ივარჯიშონ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაში ბელარუსის ჯარებთან ერთად.

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, არის საშიში ბირთვული რიტორიკა რუსეთის მხრიდან. რუსეთმა განაცხადა, რომ მათ განათავსეს ბირთვული იარაღი ბელარუსში. ჩვენ ასევე ვნახეთ რამდენიმე ვარჯიში, ბირთვული წვრთნები რუსული მხრიდან. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვხვდებით ბირთვულ გამოწვევებს მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ჩინეთისგანაც, რომელიც ახლა თავისი ბირთვული შესაძლებლობების აქტიურ განახლებას ახდენს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.