იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების შესახებ“, – წერს სტოლტენბერგი საკუთარ „ტვიტერზე“.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ვილნიუსში ალიანსის წევრები გადაწყვეტენ, გაზარდონ მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, განაახლონ პოლიტიკური კავშირები და დააახლოვონ უკრაინა ნატო-სთან.
ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
მანამდე, ნატო-მ იენს სტოლტენბერგს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა უფლებამოსილება ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.