იენს სტოლტენბერგი - სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას, მე მხოლოდ შემიძლია, მოგიწოდოთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად
იენს სტოლტენბერგი - სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას, მე მხოლოდ შემიძლია, მოგიწოდოთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიესალმება ალიანსთან აზერბაიჯანის ხანგრძლივ თანამშრომლობას და მოუთმენლად ელოდება პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მარტო აქ, არამედ უფრო ფართო საზღვრებში.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას წლების კონფლიქტის შემდეგ. მე მხოლოდ შემიძლია, მოგიწოდოთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა უკრაინის თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას და რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან უკრაინაში ვითარება ძალიან რთულია“, – აღნიშნა იენს სტოლტებერგმა.