იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები
იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები

შევთანხმდით, გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა განიხილეს ალიანსის ვალდებულებები იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.

„მივესალმები ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარების შესახებ ახალ დაპირებებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას აქვს შესაძლებლობის ფანჯარა, რომ გადახაროს ბალანსი, დრო კი მთავარია. მინისტრებმა აგრეთვე განიხილეს ჩვენი ვალდებულებები იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ არიან, მათ შორის არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვის შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.