იენს სტოლტენბერგი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება
იენს სტოლტენბერგი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იენს სტოლტენბერგი თურქეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტსა და მაღალჩინოსნებთან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ჩავიდნენ. ანკარაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო და მისი პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო.