რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - ვფიცავ, დავიცავ კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებს, დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - ვფიცავ, დავიცავ კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებს, დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო. მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გაგრძელდა.

„თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხისა და ისტორიის წინაშე პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას. ჩემს ვალდებულებას შევასრულებ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ანკარაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ნატო-ს, „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.