იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოუწევს, გააანალიზოს კოსოვოს უსაფრთხოების ძალებთან ურთიერთობა, თუ ხელისუფლება ალიანსთან შეთანხმების გარეშე არმიის შექმნას გააგრძელებს
ნატო-ს მოუწევს, გააანალიზოს ურთიერთობა კოსოვოს უსაფრთხოების ძალებთან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ალიანსთან შეთანხმების გარეშე არმიის შექმნას განაგრძობს,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, რამუშ ხარადინაის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
კოსოვოს პრემიერი მიიჩნევს, რომ არმიის შექმნა პრიშტინასა და ნატო-ს ურთიერთობებს არ გააფუჭებს, რადგან არმიის შექმნა შიდა პროცესია და ის კონსტიტუციის შესაბამისად ხორციელდება.
კოსოვო არმიის ოფიციალურად დაფუძნებას 14 დეკემბერს გეგმავს.