ნატო არ ისახავს მიზნად რუსეთის იზოლაციას, ალიანსი ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ბრიუსელში, მონტენეგროს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთი ჩვენი მეზობელია და არსად გაქრება. ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესია რუსეთთან დიალოგის არსებობა, რომ არ იყოს არასწორი შეფასება და ინციდენტები. წარმოქმნის შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია, ისინი კონტროლიდან არ გავიდნენ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, განაცხადა, რომ მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს ერთიანი და მყარი პოზიციის საჩვენებლად, რაც რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევას და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას უკავშირდება.