იენს სტოლტენბერგი - კრემლი ცდილობს, ნაკლები მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს პარტნიორებს, კოლექტიური პასუხი უნდა იყოს, მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა
კრემლი ცდილობს, ნატო-მ და ევროკავშირმა ნაკლები მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენს პარტნიორებს. კოლექტიური პასუხი უნდა იყოს, მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, იარონ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ამასთან, როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ლიდერებმა დღეს ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.
„ლიდერებმა დღეს ასევე ნათლად განაცხადეს, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კრემლი ცდილობს, ნატო-მ და ევროკავშირმა ნაკლები მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენს პარტნიორებს. კოლექტიური პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, იარონ იმ გზაზე, რომელიც აირჩიეს. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ეს კრიზისი ახდენს დემონსტრირებას ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობისა ნატო-ში. არ არსებობს უსაფრთხოება ევროპაში ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის გარეშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.