იენს სტოლტენბერგი - გასულ წელს რუსეთში იმპორტირებული მიკროელექტრონების 90% ჩინეთიდან შევიდა, რაც არის რაკეტების, ბომბების და ტანკების წარმოების მთავარი გასაღები
იენს სტოლტენბერგი - გასულ წელს რუსეთში იმპორტირებული მიკროელექტრონების 90% ჩინეთიდან შევიდა, რაც არის რაკეტების, ბომბების და ტანკების წარმოების მთავარი გასაღები

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის როლზე ისაუბრა.

როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, გასულ წელს რუსეთში იმპორტირებული მიკროელექტრონების 90% ჩინეთიდან შევიდა.

„ეს ელექტრონული მოწყობილობა არის რაკეტების, ბომბების და ტანკების წარმოების მთავარი გასაღები, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რასაც ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ უკრაინაში, არის ურთიერთკავშირში ჩვენს უსაფრთხოებასთან. რაც ხდება ევროპაში, გავლენას ახდენს აზიაზე, რაც ხდება აზიაში, ის გავლენას ახდენს ევროპაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განიხილავთ იმ მარაგებს, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეა და ირანი აწვდიან რუსეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.