იენს სტოლტენბერგი - განვაგრძობთ რუსეთისადმი მოწოდებებს, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მისივე თქმით, კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებებს რუსეთისადმი, რომ მან შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მოვუწოდებთ, რომ რუსეთმა გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.