იენს სტოლტენბერგი - ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ის წვლილის ზრდა ნატო-ს მოტივაციას აძლევს, მეტი დახარჯოს თავდაცვაზე
იენს სტოლტენბერგი - ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ის წვლილის ზრდა ნატო-ს მოტივაციას აძლევს, მეტი დახარჯოს თავდაცვაზე

ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ის წვლილის ზრდა ნატო-ს მოტივაციას აძლევს, მეტი დახარჯოს თავდაცვაზე – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, 2018 წელს ალიანსის წევრი რვა სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტი მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევს, 2024 წლისთვის კი მაჩვენებელს 15 წევრი ქვეყანა მიუახლოვდება.

„მივესალმები აშშ-ის გეგმებს, გაზარდოს ევროპაში სამხედრო კომპონენტი, მათ შორის სამხედრო საშუალებების დონე, წვრთნების რაოდენობის გაფართოება, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების რაოდენობის ზრდა.

ეს ევროპელებს სტიმულს აძლევს, გააფართოონ ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.