იენს სტოლტენბერგი დღეს ბუდაპეშტში ჩავა, სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდება
იენს სტოლტენბერგი დღეს ბუდაპეშტში ჩავა, სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ბუდაპეშტში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩემი, როგორც გენერალური მდივნის ამოცანის ნაწილია, შევხვდე ნატო-ს ქვეყნების ლიდერებს და უზრუნველვყო, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება. მოუთმენლად ველოდები ბუდაპეშტში ჩასვლას, რათა განვიხილო ნატო-ს სამიტის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას და ასევე იმას, თუ როგორ გავაძლიეროთ კიდევ უფრო ჩვენი თავდაცვა და შეკავება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ რიგაში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე მისვლისას.

„ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ დასწრებია.