იენს სტოლტენბერგი - ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას ვცდილობდით, მაგრამ დავინახეთ, რომ ის მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც გავლენის სფეროების აღდგენას ცდილობდა
ვცდილობდით, ცივი ომის დასრულების შემდეგ დაგვემყარებინა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა განზრახ აირჩია განსხვავებული გზა და უარი თქვა ისტორიული განსხვავებების აღმოფხვრაზე, რაც მანამდე მოხდა სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში.
„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად, დაწყებული საქართველოდან 2008 წელს. იმედი გვქონდა, რომ შევძლებდით, დაგვემყარებინა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ შემდეგ თანდათან დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა, აღედგინა გავლენის სფეროები, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ერებს. შემდეგ კი ნატო-ს თანდათან, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე, განსაკუთრებით, 2014 წლიდან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.