იენს სტოლტენბერგი - ნატო ჩინეთს მეტოქედ არ მიიჩნევს, უნდა ვითანამშრომლოთ ჩინეთთან მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის კლიმატის ცვლილება ან შეიარაღების კონტროლი
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთს სულ მალე ექნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, ასევე მას უკვე აქვს სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი და მსოფლიოში უდიდესი ფლოტი.
აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო ჩინეთს მეტოქედ არ მიიჩნევს და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩინეთთან მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის კლიმატის ცვლილება ან შეიარაღების კონტროლი. ამასთან ის ფაქტი, რომ ჩინეთს სულ მალე ექნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, ასევე უკვე აქვს სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი და უდიდესი ფლოტი, ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ნატო-მ, როგორც ალიანსმა, რომელიც იცავს ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას, უნდა უპასუხოს ამ ცვლილებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ბალანსის ცვლილების კვალდაკვალ ნატო-მ უნდა ითანამშრომლოს აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში პარტნიორებთან, კერძოდ, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ახალ ზელანდიასთან და ავსტრალიასთან.