იენს სტოლტენბერგი - ბოლო თვეებში ვნახეთ გარკვეული შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ განმეორდეს
იენს სტოლტენბერგი - ბოლო თვეებში ვნახეთ გარკვეული შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ განმეორდეს

ფინეთში ვიზიტით მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს უკრაინაში ძალების განთავსების გეგმა არ აქვს.

მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა იზრუნონ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აღარ მოხდეს.

უკრაინას ნატოელი მოკავშირეების მხრიდან სჭირდება „პროგნოზირებადობა და ანგარიშვალდებულება“.

„ბოლო თვეებში ჩვენ ვიხილეთ გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ განმეორდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.