იენს სტოლტენბერგი - აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და ხერსონს თუ დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება
აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და ხერსონს თუ დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთას შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა, მათ შორის იტალიამ, გაიღეს, ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის პროგრესისთვის.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. უახლოეს დღეებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ადგილზე სიტუაცია. მაგრამ რაც ცხადია, რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.