იენს სტოლტენბერგი - ალიანსის 75-ე სამიტზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეკავებასა და თავდაცვის საკითხებზე, უკრაინაზე, პარტნიორობის გაფართოებაზე 
იენს სტოლტენბერგი - ალიანსის 75-ე სამიტზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეკავებასა და თავდაცვის საკითხებზე, უკრაინაზე, პარტნიორობის გაფართოებაზე 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75-ე იუბილეზე მოკავშირე ქვეყნების ხელძღვანელები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან.

მისი თქმით, საიუბილეო სამიტზე იქნება მიღებული მნიშვნელოვანი სამომავლო გადაწყვეტილებები შეკავებასა და თავდაცვის საკითხებზე, უკრაინაზე, პარტნიორობის გაფართოებაზე, განსაკუთრებით, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში.

„უკრაინასთან დაკავშირებით ველოდებით, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს: ნატო-ს განკარგულება უკრაინაზე უსაფრთხოების და წვრთნების უზრუნველყოფისთვის, გრძელვადიანი დაპირება უკრაინისთვის ჩვენი დახმარების გაგრძელებაზე, ახალი განცხადებები სამხედრო დამხარებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ასევე ნატო-ს წევრებსა და უკრაინას შორის ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები. ყველა ეს ნაბიჯი წარმოადგენს ძლიერ ხიდს უკრაინის წევრობისთვის.

რაც შეეხება შეკავებას და თავდაცვას, ვიმსჯელებთ, როგორ აკმაყოფილებენ ჩვენი ძალები თავდაცვის ამბიციური გეგმების პირობებს. ჩვენ გვეყოლება 500 ათასი ჯარისკაცი ყველაზე მაღალ მზადყოფნაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ მოკავშირეები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს.

წელს 23 მოკავშირე დახარჯავს მთლაინი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე. ჩვენ შევხვდებით აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის პარტნიორებს ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან.

უკრაინაში ომი აჩვენებს, რამდენად არის ურთიერთდაკავშირებული ჩვენი უსაფრთხოება, რადგან ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მთავარი დამხმარეები არიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.