იენს სტოლტენბერგი - აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად, ნატო უფრო გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს
იენს სტოლტენბერგი - აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად, ნატო უფრო გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს

აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად, ნატო უფრო გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს, – ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი პოზიციების უფრო გრძელვადიან კორექტირებას განვიხილავთ. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ახლა ნატო-ში ეს პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, თუ რუსეთს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატო სურს, ისინი ამის საპირისპიროს მიიღებენ.