იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვილნიუსში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება.

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატო-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და დაცულს ხდის“,- წერს სტოლტენბერგი.