იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს იკავებენ, ხოლო აშშ, რომელიც ალიანსის წევრია, არის დღეს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა მსოფლიოში.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, გერმანია და აშშ ახლახან შეთანხმდნენ „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ქარხნის აშენებაზე, ხოლო ალიანსში ბოლო რამდენიმე წელში გაორმაგდა მოკავშირეთა რიცხვი, რომლებიც მშპ-ის 2%-ს ხარჯავენ თავდაცვაზე.

„ეს აჩვენებს, რომ მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციებს აბანდებენ და არამხოლოდ საჰაერო თავდაცვაში. პოლონეთი და სხვები ყიდულობენ საჰაერო თავდაცვის სისტემების უზარმაზარ რაოდენობას. წარმოება იზრდება. გერმანიაში ახალი ქარხანა იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.