იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების ზღვარის გაზრდა სურს
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების ზღვარის გაზრდა სურს

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსის წევრების ნაწილს თავდაცვის ხარჯების ზღვარის გაზრდა სურს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრების ნაწილს სურს, ალიანსის წესდებით, თავდაცვის ხარჯებისთვის განსაზღვრული ცალკეული წევრების მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მინიმალური მოთხოვნა გახდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ გვექნება მინისტრების შეხვედრები, მოლაპარაკებები სხვადასხვა დედაქალაქში. ჩვენი მიზანია, შეთანხმებას შემდეგ სამიტამდე მივაღწიოთ, რომელიც ვილნიუსში 11 და 12 ივლისს უნდა გაიმართოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს სამხედრო ხარჯების გაზრდას. ამასთან, გერმანული მედიის ინფორმაციით, ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ლიეტუვა და დიდი ბრიტანეთი. ამ იდეის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ გერმანიას, კანადასა და ბელგიას.