იენს სტოლტენბერგი - თავდაცვაში ინვესტირებით და უკრაინის მხარდაჭერით ნატო-ს მოკავშირეების მშვიდობის უზრუნველყოფის გარდა, სხვა ვარიანტი არ დაგვრჩა
იენს სტოლტენბერგი - თავდაცვაში ინვესტირებით და უკრაინის მხარდაჭერით ნატო-ს მოკავშირეების მშვიდობის უზრუნველყოფის გარდა, სხვა ვარიანტი არ დაგვრჩა

ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებს სჯეროდათ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების, თუმცა რუსეთს ეს გზა არ აურჩევია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა მეზობლების კონტროლი, სცადა გავლენის სფეროების აღდგენა, ამბობდა, რომ ქვეყნების მიერ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება პროვოკაციაა.

„ეს არ არის პროვოკაცია, ეს არის ყველა ქვეყნის დემოკრატიული, სუვერენული უფლება, თავად აირჩიოს თავისი გზა. ამგვარად, ჩვენ გვქონდა საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ფართომასშტაბიანი ინტერვენცია 2022 წელს. ამიტომ ჩვენ სხვა ვარიანტი არ დაგვრჩა, გარდა თავდაცვაში ინვესტირებით და უკრაინის მხარდაჭერით ნატო-ს მოკავშირეების მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თუ პრეზიდეტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე – საფრთხე ჩვენთვის.

ეს არის გზავნილი ავტორიტარი ლიდერებისთვის, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხების ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა და მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები უკრაინას უწევენ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.