იემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
იემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით პირი.
აფეთქებისა და სროლის ხმა აეროპორტში მას შემდეგ გაისმა, რაც თვითმფრინავიდან ჩამოსვლა დაიწყეს ახლად ფორმირებული მთავრობის წევრებმა, რომლებიც ქვეყანაში საუდის არაბეთიდან დაბრუნდნენ. პრემიერ-მინისტრ მაინ აბულმალიკის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში, კიდევ ერთი აფეთქების ხმა პრეზიდენტის სასახლესთან გაისმა, სადაც მინისტრთა კაბინეტი შეხვედრას მართავდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.