იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის გემს ცეცხლი გაუხსნეს.
იემენელი სამხედროების განცხადებით, ადენის ყურეში მცურავი კომერციული ტანკერის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს, რომელიც ხომალდს მოხვდა.
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდასხმებზე შურისძიება გარდაუვალია და ნებისმიერი ახალი აგრესია დაუსჯელი არ დარჩება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ტანკერის ახლოს წყალში აფეთქდა. დაშავებულების ან გემის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინციდენტის შემდეგ გემმა მოძრაობა განაგრძო.