იემენელმა „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
გავრცელებული ცნობით, ხომალდზე ხანძარია, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გემი „მარლინ ლუანდა“ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ბრიტანეთის საზღვაო-სავაჭრო ოპერაციების სამმართველოს ცნობით, გემი ადენის პორტიდან 60 საზღვაო მილით იყო დაშორებული.