იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ სამხედრო ოპერაციებს გააძლიერებენ
იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ ისინი სამხედრო ოპერაციებს გააძლიერებენ. აღნიშნული განცხადება „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარეამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა „ჰუსიტების“ პოზიციებზე თავდასხმები განახორციელა.
ჰუსიტების წარმომადგენლის თქმით, იერიშებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 57 დაშავდა.
„ამ დანაშაულს პასუხი გაეცემა სამხედრო ოპერაციების გაძლიერებით მტრის წინააღმდეგ მომდევნო პერიოდში“, – აღნიშნა სარეამ.
ამასთან, იაჰია სარეას განცხადებით, იემენის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ამერიკული MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.