იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის კაბინეტი მოეწყო
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისა და დევნილებისთვის იმუნიზაციის სპეციალური კაბინეტი მოეწყო.
„მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესს. ერთი მხრივ, მობილური ამბულატორიები ჩაგვყავს დევნილთა დასახლებებში და მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას სხვადასხვა კლინიკაში. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. მოვუწოდებ ჩვენს დევნილებს, გაიკეთონ აცრა, დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესა და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანთან ერთად გაეცნო.