იდლიბის პროვინციასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას კრემლში უპასუხეს
იდლიბის პროვინციასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას კრემლში ეხმაურებიან.
განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის თქმით, სირიის სამთავრობო არმია იდლიბის პროვინციაში იერიშს ახორციელებს ტერორისტების და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„რაც შეეხება იერიშებს, რომელსაც სირიელი სამხედროები ახორციელებენ, ეს არის მიმართული არა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ, არამედ ტერორისტებიკენ“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი და სირიის მთავრობა იდლიბში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებენ იერიშებს.
ერდოღანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ერთი თურქი სამხედრო მაინც დაშავდება, ანკარა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადგილას განახორციელებს იერიშს.