რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ერთი თურქი სამხედროც რომ დაშავდეს, ჩვენი შეიარაღებული ძალები ასადის რეჟიმის ძალებს დაარტყამს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ერთი თურქი სამხედროც რომ დაშავდეს, ჩვენი შეიარაღებული ძალები ასადის რეჟიმის ძალებს დაარტყამს

ღიად ვაცხადებ, ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, თურქეთის შეიარაღებული ძალები ასადის რეჟიმის ძალებს დაარტყამენ, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, პარლმანეტში გამოსვლის დრო გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა საჰაერო იერიშზეც გადავა.

თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში 14 თურქი სამხედრო დაიღუპა, 45 კი დაშავდა.

ერდოღანის აზრით, თურქეთსა და სირიას შორის არსებული ყველა შეთანხმების იგნორირება ხდება.