სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაში, ბაზრის დაბომბვას სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ სირიის ხელისუფლების ან რუსეთის სამხედრო ავიაციის სამიზნე ბაზრის ტერიტორია და ქალაქ მაარატ ალ-ნუმანის სხვა უბნები გახდა.
სირიის არმიისა და რუსეთის ერთობლივი ოპერაციის დროს, რომელიც აპრილში დაიწყო, დასახლებული პუნქტები დაბომბვის ობიექტი არაერთხელ გახდა. ოპერაციამ სირიის პრეზიდენტს მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მოუტანა. თურქეთისგან მხარდაჭერილი ამბოხებულები და ჯიჰადისტები სირიის არმიას წინააღმდეგობას უწევენ. ამასთან, სირია და რუსეთი სამოქალაქო ზონების დაბომბვას უარყოფენ.