IDFI-ს დირექტორ გიორგი კლდიაშვილს, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და უცნობ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორს. გიორგი კლდიაშვილს, ტელეკომაპნია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და უცნობ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან იმ დროს მოხდა, როცა კლდიაშვილმა საელჩოს შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს შვედეთის საელჩოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს შეხვდა.