„იბიარდმა“ 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
„იბიარდმა“ 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სამი პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში 7.5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

იბიარდმა“ უცვლელად დატოვა საქართველოში 2022 წლის პროგნოზი და ორგანიზაცია კვლავ 5.5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტი 2021 წელს რეგიონში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას სწორედ საქართველოში ელოდება.