„იბერიის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზიიდან ტექნიკა გაიტანეს
ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზიიდან ტექნიკა გაიტანეს. როგორც მათ დღეს, ტელევიზიის შენობასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, ტექნიკის გატანის ფაქტი თავად დაინახეს.
„გუშინ ტელევიზიის შენობასთან დავინახეთ „რუსთავი 2“-ის მანქანა, რომელშიც ტექნიკა ჩააწყვეს. ეს იყო შტატივები, „ლაივუს“ აპარატი და კიდევ რაღაცები. ალბათ, ათხოვეს ან მიაქირავეს არჩევნებისთვის, არ ვიცი. ფაქტი დავინახე, რომ წაიღეს აპარატურა“, – აღნიშნა ოპერატორმა თემო დეკანოიძემ.
დღეს გამართულ აქციაზე ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებმა ხელფასები და კომპენსაცია მოითხოვეს.