„იბერიის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზიიდან ტექნიკა გაიტანეს

14:02, 23.10.2018

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზიიდან ტექნიკა გაიტანეს. როგორც მათ დღეს, ტელევიზიის შენობასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, ტექნიკის გატანის ფაქტი თავად დაინახეს.

„გუშინ ტელევიზიის შენობასთან დავინახეთ „რუსთავი 2“-ის მანქანა, რომელშიც ტექნიკა ჩააწყვეს. ეს იყო შტატივები, „ლაივუს“ აპარატი და კიდევ რაღაცები. ალბათ, ათხოვეს ან მიაქირავეს არჩევნებისთვის, არ ვიცი. ფაქტი დავინახე, რომ წაიღეს აპარატურა“, – აღნიშნა ოპერატორმა თემო დეკანოიძემ.

დღეს გამართულ აქციაზე ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებმა ხელფასები და კომპენსაცია მოითხოვეს.

მსგავსი