იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება ოსაკაში, კიოტოსა და ჰიოგოში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამივე რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობა დაბალია.
საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდება დედაქალაქ ტოკიოსა და კიდევ ოთხ პრეფექტურაში.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 16 385 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 771 ადამიანი.