იაპონიის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა უქმდება

08:48, 21.05.2020

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება ოსაკაში, კიოტოსა და ჰიოგოში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამივე რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობა დაბალია.

საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდება დედაქალაქ ტოკიოსა და კიდევ ოთხ პრეფექტურაში.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 16 385 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 771 ადამიანი.

მსგავსი