იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იაპონია ღაზას 65 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
იაპონია ღაზას 65 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ განაცხადა.
როგორც იოკო კამიკავამ განაცხადა, იაპონია მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით გადაწყვეტას.
იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელში ვიზიტის შემდეგ, იორდანიის დედაქალაქ ამანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მოუწოდა ისრაელისა და პალესტინის მინისტრებს, გააუმჯობესონ ჰუმანიტარული პირობები ღაზის სექტორში და ვითარება რაც შეიძლება მალე დაარეგულირონ.
აღსანიშნავია, რომ, ამ დახმარების გარდა, იაპონიამ ღაზის სექტორს 10 მილიონი დოლარის ღირებულების გადაუდებელი დახმარება უკვე გაუწია.