იაპონიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ერთ-ერთი პრეპარატი კოვიდპაციენტებში გამოსაყენებლად დაამტკიცა
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი „ბარიციტინიბი“ კოვიდპაციენტებში გამოსაყენებლად დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეს იაპონიაში კოვიდინფექციის სამკურნალოდ დამტკიცებული მესამე პრეპარატია, „რემდესივირისა“ და „დექსამეტაზონის“ შემდეგ.
როგორც „როიტერი“ წერს, „ბარიციტინიბი“ „რემდესივირთან“ ერთად გამოიყენება საშუალო და რთული სიმძიმის პაციენტებში.