იაპონიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ერთ-ერთი პრეპარატი კოვიდპაციენტებში გამოსაყენებლად დაამტკიცა

11:23, 23.04.2021

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი „ბარიციტინიბიკოვიდპაციენტებში გამოსაყენებლად დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ეს იაპონიაში კოვიდინფექციის სამკურნალოდ დამტკიცებული მესამე პრეპარატია, „რემდესივირისა“ და „დექსამეტაზონის“ შემდეგ.

როგორც „როიტერი“ წერს, „ბარიციტინიბი“ „რემდესივირთან“ ერთად გამოიყენება საშუალო და რთული სიმძიმის პაციენტებში.

მსგავსი