Alitalia-ს კუთვნილი თვითმფრინავი იაპონიის ჩრდილოეთით, ახალი ტიტოსეს აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
მიზეზი ძრავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
თვითმფრინავი რომიდან ტოკიოში მიემართებოდა. ბორტზე 290 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.