იაპონიაში ქალს, რომელიც გიდად მუშაობს, კორონავირუსი მეორეჯერ გამოუვლინდა, – ამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეს იაპონიაში ვირუსის გამეორების პირველი შემთხვევაა. პაციენტი ოსაკას მაცხოვრებელია.
პირველად მან ვირუსი იანვრის ბოლოს გადაიტანა და კლინიკიდან პირველ თებერვალს გაწერეს.