იაპონიაში მოქალაქეს კორონავირუსი მეორედ გამოუვლინდა  
იაპონიაში მოქალაქეს კორონავირუსი მეორედ გამოუვლინდა  

იაპონიაში ქალს, რომელიც გიდად მუშაობს, კორონავირუსი მეორეჯერ გამოუვლინდა, – ამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ეს იაპონიაში ვირუსის გამეორების პირველი შემთხვევაა. პაციენტი ოსაკას მაცხოვრებელია.

პირველად მან ვირუსი იანვრის ბოლოს გადაიტანა და კლინიკიდან პირველ თებერვალს გაწერეს.