იაპონიაში მასშტაბური მეწყერის გამო, ხელისუფლებამ 24 ათასზე მეტი მოსახლის ევაკუაცია განახორციელა
იაპონიაში მასშტაბური მეწყერის გამო, ხელისუფლებამ 24 ათასზე მეტი მოსახლის ევაკუაცია განახორციელა

იაპონიაში მასშტაბური მეწყერის გამო, ხელისუფლებამ 24 ათასზე მეტი მოსახლის ევაკუაცია განახორციელა.

სიჩუანის პროვინციისა და ტიბეტის ავტონომიის საზღვარზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარის პარალიზება გამოიწვია. შედეგად ახლომდებარე ტერიტორიის დატბორვის მაღალი რისკი არსებობს.

მეწყერმა დაბლოკა რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგისტრალი და დააზიანა ორი ხიდი, რის გამოც რეგიონში რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის შედეგად მიწის ქვეშ აღმოჩნდა ათობით სახლიც.