იაპონიის ქალაქ ტოიამაში, დანით შეიარაღებული პირი პოლიციის ოფიცრებს დაესხა თავს. მან ერთ-ერთ სამართალდამცველს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც პოლიციის ოფიცერი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელმა ცეცხლი კიდევ ორ პოლიციელს გაუხსნა.
სამართალდამცველები კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდამსხმელმა იქვე მდებარე დაწყებით სკოლასთან გადაინაცვლა და დაცვის სამსახურის წარმომადგენელს გაუხსნა ცეცხლი.